
ლორენცო ჩიონი
ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების მიმართულებით
ლორენცო ჩიონიმ დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ლ'აკვილას უნივერსიტეტში (იტალია) და სპეციალიზდა მუსიკა-თერაპიის განხრით. ის ფლობს რომის უნივერსიტეტის „ფორო იტალიკოს“ დოქტორის ხარისხს ადამიანის მოძრაობისა და სპორტის მეცნიერებებში (SDS: Special Pedagogy).
2001-2017 წლებში მუშაობდა მუსიკის თერაპევტად შშმ ბავშვებთან რომის საავადმყოფოებსა და სკოლებში.
ლორენცო ჩიონი არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი განათლების, შეზღუდული შესაძლებლობების და სპორტის საკითხებზე. ამჟამად მუშაობს მკვლევრად ევროპული პროექტის „Para-Limits"-ის ფარგლებში, ატარებს ვორქშოფებს არავერბალური კომუნიკაციის შესახებ (დამხმარე მასწავლებლების სპეციალობის კურსი) და ახორციელებს დიდაქტიკურ და ტრენინგ-საორიენტაციო აქტივობებს რომის უნივერსიტეტის „ფორო იტალიკოს" და ტელემატიკური უნივერსიტეტის „უნიმარკონის“ სტუდენტებისთვის.