ლევან წამალაიძე
პროფესორი ქირურგიის მიმართულებით

ლევან წამალაიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2005 წელს, რის შემდეგაც გაიარა რეზიდენტურა ქირურგიაში სკლიფოსოვსკის სახელობის გადაუდებელი დახმარების კვლევით ინსტიტუტში ქალაქ მოსკოვში. გადაუდებელ ქირურგიულ დეპარტამენტში 8 წლიანი მუშაობის შემდეგ  იგი დაბრუნდა თბილისში, რათა ყოფილიყო ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამოდენიმე წამყვან კლინიკაში. ასევე ჩაირიცხა დოქტორანტურის პროგრამაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2016 წელს, სადაც 2023 წელს მოიპოვა აკადემიური დოქტორის ხარისხი. დაახლოებით 6 წელია ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. გარდა ამისა, მიეცა შესაძლებლობა 2016 წელს ემუშავა მეცნიერ თანამშრომლად მეიოს კლინიკის (ფლორიდის შტატი, აშშ) ქირურგიულ დეპარტამენტში. აღნიშნულ კლინიკაში 2 წლიანი მუშაობის დროს დაასრულა დიდი რაოდენობით სამეცნიერო პროექტი, ქონდა რამოდენიმე მოხსენება ამერიკაში სხვადასხვა სამეცნიერო კონგრესზე და ასევე, მეიოს კლინიკის სამეცნიერო კონფერენციაზე. ლევან წამალაიძემ შეძლო დაეწერა 33 სტატია და აბსტრაქტი, 2 წიგნის თავი და მიიღო აქტიური მონაწილეობა უსაფრთხო ქოლეცისტექტომიის გაიდლაინების შექმნაში. გარდა ამისა გახლავთ ამერიკის გასტროინტესტინური ქირურგიის ასოციაციის წევრი (member of SAGES), ამერიკის და საერთაშორისო ჰეპატოპანკრეატობილიარული ასოციაციის წევრი (member of AHPBA, IHPBA) და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის ფელოუ.

ლევან წამალაიძემ მოიპოვა ECFMG სერთიფიკატი USMLE-ის ყველა სტეპის ჩაბარების შემდეგ, რამაც საშუალება მისცა 2023 წელს წასულიყო მაიამის კიბოს ინსტიტუტში ჰეპატოპანკრეატობილიარული კლინიკური ფელოუშიფის პროგრამით. ფლორიდის მედიცინის ბორდმა გასცა ქირურგიის ლიცენზია ლევან წამალიძის სახელზე, რაც ფლორიდაში პრაქტიკული ქირურგიული სქმიანობის საშუალებას აძლევს.