ქეთევან ჩაგუნავა
პროფესორი, კარდიოლოგიის მიმართულებით

ქეთევან ჩაგუნავა გახლავთ კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი 32 წლიანი სამუშაო გამოცდილებით როგორც ამბულატორიულ, ასევე არაინვაზიურ კარდიოლოგიაში. მას ასევე აქვს 20 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 1988 წელს დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. კარდიოლოგიისა და რადიოლოგიის სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, მუშაობდა ქ.თბილისის სხვადასხვა წამყვან კლინიკაში. 2005 წელს თერაპიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ამჟამად ქ.ჩაგუნავა არის შპს „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის წამყვანი კარდიოლოგი, კვლევის ფუნქციური მეთოდების მიმართულების ხელმძღვანელი. ის ასევე გახლავთ თსსუ სარეზიდენტო პროგრამის კოორდინატორი და ლოკალური ხელმძღვანელი კარდიოლოგიის სპეციალობით. 2012-2018 წლებში ქეთევან ჩაგუნავა იყო შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კატეგორიაში გამარჯვებული 2 პროექტის თანაავტორი და ძირითადი შემსრულებელი, 2015-2020 წლებში კი – საერთაშორისო მულტიცენტრული რანდომიზებული კვლევის მთავარი მკვლევარი. ქ.ჩაგუნავა არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სამეცნიერო კვლევების შედეგები წარდგენილი აქვს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონგრესზე. ქეთევან ჩაგუნავა არის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის წევრი, ასევე, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ჰიპერტენზიის, ინსულტის, კარდიო-ონკოლოგიის საბჭოს წევრი.