კეშავა რედი მანური
ასოცირებული პროფესორი ქირურგიის მიმართულებით
კეშავა რედი მანური 1993 წლიდან ზედა კუჭ-ნაწლავის, ლაპარასკოპიულ და ბარიატრიულ ქირურგიაში კონსულტანტია. ის ლონდონში მუშაობს. ლაპარასკოპიაში ქირურგიული საქმიანობა 1990 წელს დაიწყო, ხოლო ბარიატრიულ ქირურგიას 1998 წელს მიჰყო ხელი. 2003 წელს ლონდონში, ჰომერტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბარიატრიული ქირურგიის განყოფილება დააფუძნა და დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ცენტრად აქცია. იგი ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების დირექტორი და ჰომერტონის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგ-კონსულტანტი გახლდათ 2017 წლამდე. ლონდონის სამეფო ჰოსპიტალში ზედა კუჭ-ნაწლავის ქირურგად მუშაობდა, სადაც ატარებდა ლაპარასკოპიულ ოპერაციებს საყლაპავ მილსა და კუჭზე კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების დროს. მას აქვს კონსულტანტ-ქირურგის საპატიო წოდება ჰომერტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელიც რთულ ბარიატრიულ ოპერაციეზეა ორიენტირებული და ძირითადად მუშაობს ველინგტონის კლინიკაში, ლონდონის კლინიკასა და სფაირ-ჰოსპიტალში. კეშავა რედი მანური ლაპარასკოპიულ რეზექციებს ატარებდა როგორც მსხვილ ნაწლავზე, სწორ ნაწლავზე, საყლაპავ მილსა და კუჭზე, თუმცა, ახლა მან მუშაობა ბარიატრიული ქირურგიისკენ წარმართა, როგორც პირველად, ასევე სარევიზიო ოპერაციების მხრივ. მას 5500-ზე მეტი ბარიატრიული ქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული მინიმალური გართულებითა  და სიკვდილობით. მას 2010 წლიდან 6 საერთაშორისოდ აღიარებული ბარიატრიული ქირურგიისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი და ბარიატრიულ ქირურგიაში 7 სასწავლო კურსი აქვს ჩატარებული ჰომერტონის კლინიკაში. ლაპარასკოპიაში, ზედა კუჭ-ნაწლავისა და ბარიატრიულ ქირურგიაში გადამზადებული ჰყავს არაერთი ქირურგი. სიმსუქნესთან ბრძოლისთვის მიძღვნილი არაერთი ნამუშევარი აქვს წარდგენილი ეროვნულ და საერთაშორისო სიმპოზიუმებზე, იბეჭდება სამედიცინო ჟურნალებში. სხვადასხვა ქვეყანაში სადემონსტრაციოდ ატარებდა ქირურგიულ ოპერაციებს პირდაპირ ეთერში. პროფესორ ანეტ ფრიტჩერ-რეივენზთან ერთად გერმანიაში, ბრემენში ცხოველებზე ჩატარებული აქვს კვლევა Natural Orifice ტრანსლუმინალურ ენდოსკოპიურ ქირურგიაში. კეშავა რედი მანური მსახურობდა BOMSS-ის (ბრიტანეთის სიმსუქნისა და მეტაბოლური ქირურგიის საზოგადოება) საბჭოში. ის აგრეთვე იყო NICE-ის (ჯანმრთელობისა და მზურნველობის ეროვნული ინსტიტუტი) მრჩეველი. 2015 წელს ინდოეთში, ჰიდერაბადის Deccan Medical School-ში პროფესორად და ქირურგიის განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა. მისმა კამპანიამ, საკვებში შაქრის შემცირებასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში შაქარზე გადასახადის შემოღება გამოიწვია. მედიცინის გარდა, კეშავა რედი მენური დაინტერესებულია მედიტაციითა და ქველმოქმედებით. ჰიდერაბადში თანამოაზრეებთან ერთად უფასო საავადმყოფო და სკოლა აქვს გახსნილი. ასევე, ინდოეთში, პედაკარამპალიში, სკოლა „სუბარედი რამასუბამა ZP“ დააფუძნა.