
პროფესორი მედიცინისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით
ყარამან ფაღავა არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 50 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ბავშვთა და მოზარდთა მედიცინასა და ფიზიოლოგიას. მინიჭებული აქვს საექიმო საქმიანობის ლიცენზიები პედიატრიაში, ნეონატოლოგიაში, ბავშვთა რევმატოლოგიასა და ბავშვთა გასტროენტეროლოგიაში.
აქვს 600-ზე მეტი პუბლიკაცია, მათ შორის 3 სახელმძღვანელო და 6 მონოგრაფია. ხელმძღვანელობდა 25 დისერტაციას. მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით რეგულარულად კითხულობს ლექციებს და აქვეყნებს სტატიებს მას-მედიაში ბავშვთა და მოზარდთა განვითარებისა და ჯანმრთელობის შესახებ. წაკითხული აქვს ლექციები სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, ინსბრუკში, ბონში, ბერლინში, საარბრუკენში, ოქსფორდში. არის მოზარდთა მედიცინაში ევროპის სასწავლო პროგრამის თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში ორგანიზატორის, სექციის თავმჯდომარის ან მომხსენებლის როლში.
მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის პრემია, ევროპის პედიატრიული განათლების ასოციაციის წლიური პრემია საუკეთესო მოხსენებისთვის. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, საზოგადოება „ცოდნის“ ილია ჭავჭავაძის სახელობის მედლითა და პრემიით.