კახა გოგოლაშვილი
მოწვეული ლექტორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
კახა გოგოლაშვილი გახლავთ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით და მადრიდის დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. როგორც მკველავარმა და ლექტორმა, 25 წელიწადზე მეტი იმუშავა აკადემიურ და სამეცნიერო დაწესებულებებში, საერთაშორისო პროექტებსა და ანალიტიკურ ცენტრებში ევროპული ინტეგრაციის, ევროპული უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროებში. 11 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა მაღალ დიპლომატიურ თანამდებობებს - ევროკავშირში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ევროკავშირთან ურთოერთობების დეპარტამენტის დირექტორი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
კახა გოგოლაშვილს მინიჭებული აქვს საგანაგებო და სრულუფლებიანი დესპანის უმაღლესი დიპლომატიური რანგი. ბოლო 18 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროექტების ფარგლებში აქტიურად მუშაობდა ევროპული ინტეგრაციის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, ევროკავშირისა და ნატოს შესახებ კომუნიკაციის პოლიტიკა, საკანონმდებლო დაახლოება და სხვა. იგი ატარებდა ლექცია-სემინარებს სახელმწიფო მოხელეთათვის, ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. კახა გოგოლაშვილი ავტორია მრავალი სამეცნიერო და ანალიტიკური ნაშრომისა, ასევე რამდენიმე წიგნისა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. იგი გახლავთ საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარე.