ირმა ღარიბაშვილი
პროფესორი, ინჟინერიის მიმართულებით
1992 წელს მიენიჭა ინჟინერ-პედაგოგის კვალიფიკაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, 2006 წელს კი – ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).
2006 წლიდან გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2011 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.
ირმა ღარიბაშვილის ფასილიტირებით შეიქმნა არაერთი მოქმედი პროფესიული სტანდარტი და პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი სამშენებლო სფეროში. 2017 წლიდან თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც მოკლევადიანი ექსპერტი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა, ეწევა აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობას. 2020 წლიდან არის A ტიპის ინსპექტირების აკრედიტებული ორგანოს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი.