
ასოცირებული პროფესორი, ინჟინერიის მიმართულებით
ირაკლი მეგრელიძეს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის ხარისხი მიენიჭა 2021 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. 2005 წლიდან ის იკავებდა გარემოს ეროვნულ სააგენტოში განყოფილების უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის და სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობებს. 2014 წლიდან დღემდე არის ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2015 წლიდან კი გახლავთ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩეველი ჰიდროლოგიის დარგში. ირაკლი მეგრელიძეს აქვს 17 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუნებრივი კატასტროფების მართვაში. გეოსაინფორმაციო სისტემების გამოყენებით, შექმნილი აქვს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების ამსახველი რუკები. ის არის მდ. დევდორაკის ხეობაში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) შექმნილი თანამედროვე განგაშის სისტემის მთავარი ორგანიზატორი. აგრეთვე გახლავთ არაერთი სამეცნიერო და პრაქტიკული დანიშნულების სახელმძღვანელოების თანაავტორი, მათ შორის ბუნებრივი საფრთხეების და რისკების ატლასის თანაავტორი. 2020 წლიდან ხელმძღვანელობს „მწვანე კლიმატის ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროექტში მიმდინარე აქტივობებს.
პუბლიკაციები
● Risk Analysis of the River Bank Washout and Flooding of the Areas. Earth Sciences 2015; 4(5-1): 113-119. David Kereselidze, Vazha Trapaidze, Giorgi Bregvadze, Irakli Megrelidze; Department of Hydrometeorology, Faculty of Exact & Natural Sciences, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Tbilisi, Georgia; (2015)
● Spatial and time dynamics of glaciers following the Little Ice Age on the southern slope of the Greater Caucasus. Annals of Agrarian Science 17 (2019) 167 – 174. Davit Svanadze, Vazha Trapaidze, Giorgi Bregvadze, Irakli Megrelidze; (2018)
● Control of soil erosion measures on mountain slopes. Journal of Environmental Biology, P-ISSN:0254-8704, D. Kereselidze, L.Matchavariani, V.Trapaidze, G. Bregvadze, G.Gaprindashvili, I. Megrelidze; Department of Hydrometeorology, Faculty of Exact & Natural Sciences, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Tbilisi, Georgia; (2019)