
ასოცირებული პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
ირაკლი ლაითაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკური გეოგრაფია), მადრიდის დიპლომატიური სკოლა (MA) და კემბრიჯის უნივერსიტეტი (MBA). არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი (Magna cum laude, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი).
ირაკლი ლაითაძეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საკვანძო პოზიციებზე დიპლომატიურ სამსახურში და კორპორაციულ სექტორში. მუშაობდა ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მისიაში, ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის საელჩოებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო ევროკავშირის და ორმხრივი ევროპული ურთიერთობების პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
მან მუშაობა გააგრძელა GMT Group1-ის GMT Hospitality-ის ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. ასევე იკავებდა გამომცემლობა „არტანუჯის“ დირექტორის თანამდებობას.
ირაკლი არის სამი წიგნის ავტორი (მხატვრული პროზა: "კედელზე ამოკაწრული ამბები", დოკუმენტური პროზა: "თანამედროვეობის ილუზიები" და "იყო ასეთი ქვეყანა СССР - გასეირნება უახლოეს წარსულში"). ეს უკანასკნელი გახლდათ ლიტერატურული პრემია საბას 2025 წლის ფინალისტი.