ირაკლი ქობალია

ასოცირებული პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

ირაკლი ქობალია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლაში და ასევე, 2022 წლის დეკემბრიდან, 2024 წლის სექტემბრამდე ეკავა ამავე სკოლის დეკანის თანამდებობა. ის ფლობს აკადემიურ ხარისხებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროკავშირის საჯარო პოლიტიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის უნივერსიტეტისგან (University College London). 2015-2022 წლებში ირაკლი მუშაობდა ევროკავშირის მისიაში პოლიტიკური მრჩევლის პოზიციაზე. იქამდე, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტსა და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში დემოკრატიზაციის მიმართულებით. ის არის საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის თანაავტორი.