ინშაჰ მეჰრაჯ მალიქ
ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
ინშაჰ მალიქი არის პოლიტიკური თეორეტიკოსი და გენდერული კვლევების მეცნიერი, რომელიც სპეციალიზებულია სუვერენიტეტის, ომის, ძალადობის, პოლიტიკური კულტურებისა და გლოვის საკითხებზე ფემინისტურ მოძრაობებში. მან მიიღო დოქტორის ხარისხი ინდოეთის ჯავაჰარლალ ნეჰრუს უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სკოლაში. ინშაჰ მალიქი არის Fox-ის ყოფილი მკვლევარი იელის უნივერსიტეტში (აშშ) და ასევე გახლდათ მოწვეული პროფესორი აშშ-ის ბევრ სხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის უნივერსიტეტი. ბოლო პერიოდში მუშაობდა ავღანეთში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური თეორიის ასისტენტ პროფესორად. 2022 წელს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მეცნიერი.