ჰასან იამამ საიდ ტაჰირი
პროფესორი კლინიკური მედიცინის მიმართულებით
ჰასან იმამ საიდ ტაჰირი ლონდონის უფასო სამეფო ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის რევმატოლოგიური განყოფილების ექიმი კონსულტანტია. ის აუტოიმუნური რევმატული დარღვევების, მათ შორის, რევმატული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტისა და ანკილოზური სპონდილიტის ახალი სამკურნალო ბიოლოგიური პრეპარატების არაერთი კლინიკური კვლევის მთავარი  მეცნიერია. სარეცენზიო ჟურნალებში ის ხშირად იბეჭდება. ტაჰირი ახლახან დააჯილდოვეს ჯანმრთელობის კვლევის ნაციონალური ინსტიტუტის  პრემიით, რომელიც ეროვნულ დონეზე უმაღლესია. ჰასან ტაჰირი ასევე დაჯილდოებულია საუკეთესო პრაქტიკოსი ექიმის BSR ჯილდოთი ზურგის ტკივილისას ნაადრევი ანთებითი პროცესის დროული აღმოჩენისთვის. ტაჰირი საპატიო დოცენტია (რიდერია) კვლევით კლინიკურ რევმატოლოგიაში უილიამ ჰარვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ლონდონის უნივერსიტეტში და საპატიო პროფესორია წმ. მეთიუს უნივერსიტეტში კლინიკურ მეცნიერებათა განხრით. მის სხვა აკადემიურ ინტერესთა შორისაა სპორტული მედიცინა. ტაჰირი აქტიურადაა ჩართული ასპირანტებისა და დოქტორანტების სამედიცინო მომზადებაში, განათლებასა და კლინიკურ კვლევაში. ის წელიწადში სამჯერ ატარებს სამმაგი ციკლის MRCP PACES გამოცდას, ასევე იბარებს სტანდარტულ გამოცდებს და საერთაშორისო დონეზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ტაჰირმა შეიმუშავა უფასო აპლიკაცია SpA პაციენტებისთვის. აპლიკაცია სახელად MySpA პაციენტებზე ფოკუსირებული დანართია, რომელიც საშუალებას იძლევა, პაციენტმა დროულად მიიღოს ინფორმაცია სამედიცინო, სავარჯიშო თუ შეფასებით მონაცემებზე, რაც მას მდგომარეობის გაკონტროლებაში დაეხმარება.