გიორგი მუნჯიშვილი
ასისტენტი განათლების მეცნიერებების მიმართულებით
გიორგი მუნჯიშვილს პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის ხარისხის მინიჭებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ასევე, ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, რომელიც მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ის, ასევე, სწავლობდა პოლიტიკის მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებს იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში, გერმანიაში. ამჟამად არის სადოქტორო საფეხურის სტუდენტი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). გიორგი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პოზიციებს სხვადასხვა ინსტიტუციებში, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში.