გიორგი ბეჟუაშვილი
მოწვეული ლექტორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
გიორგი ბეჟუაშვილს მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (თბილისის ფილიალი) მიერ, მაგისტრის ხარისხი ეკონომიკასა და ტექნოლოგიაში პარიზის უნივერსიტეტის Sud 11–ის მიერ და მაგისტრის ხარისხი ელექტროენერგეტიკის სექტორში კამილას პონტიფიციას მადრიდის უნივერსიტეტის მიერ. ასევე, გავლილი აქვს კურსები ინჟინერიასა და პოლიტიკის ანალიზში დელფტის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მიერ. წარსულში ბეჟუაშვილს ეკავა უმაღლესი პოზიციები საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის მმართველ რგოლსა (2008-2009) და საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში (2009-2012), ხოლო 2013-2015 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი. გიორგი ბეჟუაშვილი ასევ მართავდა კერძო სააქციო კაპიტალს (2015) და იყო საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე (2016-2019). ამჟამად ის მოღვაწეობს უკრაინაში და DTEK Renewables-ში განვითარების და ინოვაციების მიმართულებას უძღვება. 2009-2010 წლებში ბეჟუაშვილი იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და გარემოს სახელმწიფო სააგენტომ ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების ფარგლებში მიიწვია ფოტოელექტრონული პოლიტიკის სფეროში კვლევის ჩასატარებლად. გიორგი ბეჟუაშვილი 2009-2013 წლებში ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში კითხულობდა ლექციებს. მისი სალექციო კურსი ენერგეტიკულ სექტორს უკავშირდებოდა.