გიორგი ბედიანაშვილი
ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულებით
გიორგი ბედიანაშვილს მაგისტრის დიპლომი არქეოლოგიაში მიღებული აქვს სორბონის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი ამავე მიმართულებით - École pratique des hautes études-ში (პარიზი, საფრანგეთი). იგი იყო კარნეგის სტიპენდიატი პერდიუს უნივერსიტეტში (ინდიანა, აშშ. 2010 წელი) და საპატიო ასოცირებული მკვლევარი მელბურნის უნივერსიტეტში (2015 წელი). გიორგი არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჟურნალ მოამბეს პასუხისმგებელი რედაქტორი. ასევე ქართულ-ავსტრალიური არქეოლოგიური პროექტის (GAIA) თანახელმძღვანელი.   გიორგი ბედიანაშვილს მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც საერთაშორისო კვლევით პროექტებში, ასევე კომერციულ არქეოლოგიურ პროექტებში საქართველოში და ავსტრალიაში (კოლონიალურ და აბორიგენულ ძეგლებზე). იგი არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და სამეცნიერო წიგნის რედაქტორია.