ფუატ ოდუნცუ
პროფესორი ონკოლოგიის მიმართულებით
ფუატ ოდუნცუ მედიცინას მიუნხენის სამედიცინო უნივერსიტეტში, ფილოსოფიას მიუნხენის იეზუიტთა უნივეერსიტეტში, ბიოეთიკას ნეიმეგენის, ლევენის, მადრიდისა და პადოვის უნივერსიტეტებში სწავლობდა, ხოლო დაავადებათა მართვას მიუნხენის ბიზნესსკოლასა და ბოსტონის მართვის სასწავლო უნივერსიტეტში ეუფლებოდა. 2013 წელს ის მიუნხენის ელიტურ უნივერსიტეტში მედიცინის პროფესორად დანიშნეს. ამას გარდა, ფუატ ოდუნცუს რამდენიმე სერტიფიკატი აქვს შინაგან მედიცინაში, ჰემატოლოგიაში, ონკოლოგიაში, პალიატიურ მკურნალობასა და ჰემოსტაზოლოგიაში.
2007-2019 წწ. ის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის განყოფილებას ედგა სათავეში მიუნხენის უნივერსიტეტის Medizinische Klinik und Poliklinik IV-ში. 2019 წლიდან დღემდე დასავლეთ მიუნხენის Helios Klinikum-ში ჰემატოლოგიის, ონკოლოგიისა და პალიატიური მკურნალობის განყოფილების გამგეა. ამას გარდა, პროფესორი ოდუნცუ რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრია. მას 200-ზე მეტი ნაშრომი აქვს გამოცემული სიმსივნის, იმუნოთერაპიის, ორგანოთა გადანერგვის, ტვინის სიკვდილის, ემბრიონის კვლევის, პალიატიური მკურნალობის, ევთანაზიისა და, უმთავრესად, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. პროფესორ ოდუნცუს არაერთი სამეცნიერო ჯილდოც აქვს მიღებული, მათ შორის, ონკოლოგიასა და ჰემატოლოგიაში გერმანული პრესტიჟული ვინსენტ ჩორნის ჯილდო ონკოლოგიაში მიღწეული წარმატებისთვის და ჯილდო M4 კიბოს საწინააღმდეგო პერსონალიზებული წამლისთვის ბავარიის ეკონომიკის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს მიერ. 2016 წელს ოდუნცუ ერიხ ფრანკის საზოგადოებამ მიუნხენისა და სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის გერმანულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავებისთვის პრეზიდენტად აირჩია, ხოლო 2017 წელს სუროიეს ასოციაციის მსოფლიო მედიცინის პირველ პრეზიდენტად იქნა არჩეული (მსოფლიოში არამეელ და ასირიელ ხალხთა სამედიცინო თვალსაზრიისით დაწინაურებისთვის).