ფრანჩესკო პეტრუჩიანო
ასისტენტი, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით
ის არის როგორც მეცნიერებთა მაგისტრი ეკონომიკის დარგში, ასევე სამართლის მაგისტრი რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტში (იტალია), სადაც ისლამური ქვეყნების სამართლის კათედრაზე მუშოაბდა, ხოლო საერთაშორისო ბიზნესის სამართლის მაგისტრის ხარისხი ლონდონის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) მიიღო. მას აქვს სერტიფიკატი ისლამურ მეცნიერებებში, რომელიც არაბისტიკისა და ისლამოლოგიის პაპის ინსტიტუტში გადაეცა. ამჟამად ის არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორანტია შედარებით სამართალში. მან დაიწყო ამ სფეროს კვლევა კარლო ალფონსო ნალინოს სახელობის Istituto per l‘Oriente-ს დაკვეთით ახლო აღმოსავლეთში საკონსტიტუციო რეფორმების პროექტის ფარგლებში. 2017 წლიდან ის მეცნიერ-თანამშრომელია (Cultore della materia) შარიათისა და ისლამურ სახელმწიფოთა სამართლის კათედრაზე რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტში. მისი საქმიანობა ამ დრომდე მოიცავდა: საკონსტიტუციო რეფორმებსა და დასავლეთის იურიდიულ აკულტურაციას, ეკონომიკურ კონსტიტუციებსა და თანამედროვე ისლამური სახელმწიფოების ეკონომიკურ სამართალს, განსაკუთრებული აქცენტით ეკონომიკურ ინტეგრაციასა და კერძო სამართალზე.ამჟამად ის ჩართულია ისლამური საბანკო საქმის და იტალიის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ფინანსების სწავლებაში.