ფედერიკა დე რობერტის
ასისტენტი, შედარებითი საზღვაო სამართლის მიმართულებით
ფედერიკა დე რობერტისს აქვს ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ხარისხი. მან ორი წელი გაატარა საზღვარგარეთ, მუშაობდა ევროკომისიაში ბრიუსელში, DG Agriculture-ში. ადვოკატთა კოლეგიაში 2006 წელს მიიღეს და მას მერე პრაქტიკოსი იურისტია, დაკავებულია საზღვაო საკითხებითა და სახელმწიფო კლიენტებთან ურთიერთობით. 2010 წლიდან საზღვაო სამართლის დარგის ექსპერტია პესკარის დ’ანუნციოს უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. 2019 წლიდან მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტური მედიაციის ფაკულტეტზე პროფესორის თანაშემწის სტატუსით შედარებით სავაჭრო სამართალს ასწავლის.
საქართველოში ის მოწვეული პროფესორია და სანავიგაციო სამართალსა და ევროკავშირის სამართალს ასწავლიდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისში (2019-2020).
ფედერიკა დე რობერტისი რამდენიმე პუბლიკაციის ავტორია, უპირველეს ყოვლისა, საზღვაო სამართლის სფეროში, ამას გარდა, ის იტალიური სამართლის ჟურნალის (P.Q.M.) რედაქტორია.