ეკატერინე ყიფიანი
ასისტენტ-პროფესორი ნეიროფიზიოლოგიის მიმართულებით
ეკატერინე ყიფიანს 2019 წელს მიენიჭა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1999 წ. მან წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. სამაგისტრო ნაშრომი შეასრულა ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეხსიერების ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიაში და 2001 წელს მიენიჭა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის მაგისტრის წოდება. 2002-2003 წლებში სწავლობდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ადამიანის ბიოლოგიის სპეციალობაზე, ხოლო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა საუნივერსიტეტო კლინიკა „გროსჰადერნის“ ნევროლოგიის კათედრაზე. 2003 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა სამეცნიერო კვლევაზე ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა „შარიტეს“ ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. 2005-2009 წლებში სწავლობდა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიოლოგიის, ქიმიისა და ფარმაციის ფაკულტეტის დოქტურანტურაში. 2009-2012 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის მოწვეული თანამშრომელი. ეკატერინე ყიფიანი არის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სტატიების ავტორი.