ეკა ბაღიშვილი
ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
ეკა ბაღიშვილი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი და ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2002-2013 წლებში ეწეოდა პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობას, როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში. 2006 წელს მოიპოვა ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის გრანტი საერთაშორისო კერძო სამართლის სწავლებისათვის, ხოლო 2013 წელს - მაქს პლანკის სახელობის გრანტი, მაქს პლანკის  ინსტიტუტში (ჰამბურგი, გერმანია) კვლევების ჩატარების მიზნით. 2014 წელს მოიპოვა DAAD-ის სტიპენდია კვლევითი სტაჟირებისათვის, უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის. 2009 წლის ოქტომბრიდან არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი.