დავით ბაზერაშვილი
მოწვეული ლექტორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით
დავით ბაზერაშვილს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, აგრეთვე LL.M-ისა და MA აკადემიური ხარისხი – ბოლონიის უნივერსიტეტის მიერ (იტალია). 1998 წლიდან უწყვეტად საქმიანობს სამართლისა და დიპლომატიის სფეროში, როგორც პრაქტიკოსისა და ექსპერტის, ისე აკადემიური მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, რომში აკრედიტებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის და სხვა თანამდებობები. 2004 წლიდან არის იურიდიული კომპანია VBAT-ის დამფუძნებელი პარტნიორი. 2002-2005 წლებში მუშაობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) გრძელვადიან სამართლებრივ ექსპერტად. ამავე პერიოდში იყო ჟურნალ „ქართული სამართლის მიმოხილვის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფესიული კარიერის განმავლობაში კონსულტაციებს უწევდა მსოფლიო ბანკის, ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს სხვადასხვა სამართლებრივ და მმართველობით პროექტებს. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში. გავლილი აქვს არაერთი უმაღლესი განათლების შემდგომი სპეციალიზაციის კურსი სამართლის, ადამიანის უფლებებისა და თანამედროვე დიპლომატიის მიმართულებებში. ამჟამად მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის კავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.