დავით ათაბეგაშვილი

ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით

დავით ათაბეგაშვილს მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი (PhD) საერთაშორისო კომერციული ტრანსაქციების უზრუნველყოფის სამართალში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ, სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალიზაციით (LL.M) ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯის (ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აშშ.) მიერ და ასევე, მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხი კერძო სამართალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. მას, 2016 წელს, გერმანიაში, გავლილი აქვს ზაარლანდის უნივერსიტეტის, ევროპის ინსტიტუტის და ოზენჰაუზენის ევროპის აკადემიის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი, ევროპის კავშირის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, DAAD-ის დაფინანსებით. ასევე, 2018 წელს, ესტონეთში, გავლილი აქვს ტარტუს უნივერიტეტის იოჰან სკიტის სახელობის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კურსი, სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით, DESCnet-ის დაფინანსებით. დავით ათაბეგაშვილი არის ათამდე პუბლიკაციის და კვლევის ავტორი. იგი 2005 წლიდან საქმიანობს სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებში და კომერციულ ბანკში. 2007 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2014-2018 წლებში იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში სტუდენტების სუპერვაიზერი. 2017 წელს, მას ეკავა ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ხოლო 2019 წლის მაისიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, კერძო სამართლის მიმართულებით.

პუბლიკაციები

       “სარეზერვო აკრედიტივი, როგორც დოკუმენტური აკრედიტივის ფორმატში შედგენილი საბანკო გარანტია”. ჟურნალი მართლმსაჯულება და  კანონი. 2021

       “საგარანტიო ვალდებულების დამოუკიდებლობის ხარისხი და მისი პირობითობის დაძლევის მიზანშეწონილობა“ – დისერტაცია, New Vision University Press, 2019 https://newvision.ge/eng/publications/

       „საგარანტიო ვალდებულების დამოუკიდებლობა სარეზერვო აკრედიტივის მიხედვით“ - ქართული სამართლის მომოხილვა, ტომი 17, 2017, https://newvision.ge/geo/review-of-georgian-law/

        „სარეზერვო აკრედიტივი, როგორც დოკუმენტური აკრედიტივის ფორმატში შედგენილი საბანკო გარანტია, მართლმსაჯულება და კანონი, N3-21, 2021 წ

       „მკაცრი შესაბამისობის“ სტანდარტი და მისი ფარგლები დოკუმენტური აკრედიტივის და საბანკო გარანტიის საფუძველზე ანგარიშსწორებისას - მართლმსაჯულება და კანონი N3-19, 2019 წ

       „გარანტის პასუხისმგებლობის ფარგლები ICC-ის უნიფიცირებული წესების მიხედვით“ – მართლმსაჯულება და კანონი N3-18, 2018

       „საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის კრიტერიუმები“ – მართლმსაჯულება და კანონი, N4-16, 2016 წ.

       „დამოუკიდებელი საგარანტიო ვალდებულება, როგორც ნიუ-იორკის 1995 წლის „საბანკო გარანტიის არასათანადო გაგება თუ პრო-პრინციპალურობის პრიორიტეტი“ „სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობა და მისი ადგილი სასამართლო პრაქტიკაში“ – მართლმსაჯულება და კანონი, N4-14, 2014

       „აუცილებელი გზის საკითხი სამეზობლო ურთიერთობებში“ - მართლმსაჯულება და კანონი, N1-14, 2014