დავით სვინტრაძე
პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით
დავით სვინტრაძემ 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში ბიოფიზიკის სრულუფლებიანი პროფესორის თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი (2006-2008); კოპერნიკის უნივერსიტეტის მოკლევადიანი ძირითადი თანამკვლევარი (2007-2008); ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის მეცნიერ- თანამშრომელი, პოსტ-დოქტორანტი და დამატებითი ფაკულტეტის წევრი (2007–2012); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ასისტენტ-პროფესორი (2012-2017); მაქს პლანკის რთული სისტემების ფიზიკის ინსტიტუტის მოკლევადიანი სტუმარი მეცნიერი (2018); ბიოფიზიკის ხელმძღვანელი & საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2018- 2021). დოქტორმა სვინტრაძემ მიიღო რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო და პრემია, მათ შორის საპრეზიდენტო ჯილდო საქართველოში საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერისათვის 2005 წელს და იქნა არჩეული ბიოფიზიკური საზოგადოების ყოველწლიური კონგრესის მემბრანის დინამიკის განყოფილების თანათავმჯდომარედ 2017 წელს.
დოქტორი სვინტრაძე არის მემბრანის ფიზიოლოგიისა და მემბრანის ბიოფიზიკის სექციის სარეცენზიო რედაქტორი გამომცემლობა „ფრონტიერის“ ფიზიკის, ფიზიოლოგიის და უჯრედული & განვითარებითი ბიოლოგიის სამეცნიერო ჟურნალებში. იგი აღიარებულია კოლაგენ-დნმ-ის კომპლექსური მოდელების შემუშავებაში, მოძრავი მანიფოლდების განტოლებების გამოყვანასა და კელვინის განტოლების განზოგადების პრობლემის ამოხსნაში.