დავით კერესელიძეს მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრისა (LL.M) და დოქტორის (Juris Doctor) ხარისხი ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ.
იგი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრია 2013 წლიდან. 2020 წლის თებერვლიდან ის არის სს ნიუ ვიჟენ დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და 2021 წლის სექტემბრიდან - საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
დავით კერესელიძე იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი (2010-2011), განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი (2009-2010), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი (2005-2008), ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის სამართლებრივი ექსპერტი და დირექტორის მოადგილე (1998-2005).
2002 წლიდან, იგი არის ჟურნალ „ქართული სამართლის მიმოხილვის“ მთავარი რედაქტორი.
2010 წელს, საქართველოს უნივერსიტეტმა მას მიანიჭა საპატიო დოქოტრის ხარისხი (doctor honoris causa), საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმასა და იურიდიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.