ანა დვალიშვილი
ასისტენტი ოფთალმოლოგიის მიმართულებით
ანა დვალიშვილს 2015 წელს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია. 2015-2017 წლებში მან გაიარა ორდინატურა ოფთალმოლოგიის მიმართულებით ბელარუსიის დიპლომის შემდგომ სამედიცინო აკადემიაში. 2017-2019 წლებში მოღვაწეობდა წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში: ავსტრიის ჰანუშ კრაკენჰაუსის საუნივერსიტეტო კლინიკაში, პარიზის გლაუკომის ინსტიტუტში, თურქეთის თვალის აკადემიაში. მას მიღებული აქვს შემდეგი სასწავლო გრანტები: ევროპის გლაუკომის ასოციაციის, ევროპის კატარაქტარული და რეფრაქციული ასოციაციის, ევროპის ბადურის ასოციაციის, ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის, თურქეთის თვალის აკადემიის. 2019 წლიდან მუშაობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად, ამავე წლიდან მას ასისტენტის აკადემიური თანამდებობა უკავია ოფთალმოლოგიის მიმართულებით. 2019 წლიდან იგი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორანტი. ანა დვალიშვილი არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის და სამეცნიერო სემინარის აქტიური მონაწილეა. ასევე ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.