ალექსანდრე ჩინჩალაძე
პროფესორი თორაკალური და თავ-კისრის ქირურგიის მიმართულებით
ალექსანდრე ჩინჩალაძეს 2002 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ფთიზიატრია-პულმონოლოგიის სპეციალიზაციით. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ზოგად ქირურგიაში, სუბსპეციალობებით: თორაკალური ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, ენდოსკოპია, თორაკოსკოპია. 2000-2013 წლებში იყო ამტელ ჰოსპიტლის გულმკერდის ქირურგი. 2013-2015 წლებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მ. აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრის გულმკერდის და თავ-კისრის მიმართულების ხელმძღვანელი. ამჟამად არის ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის საერთაშორისო კვლევის „ფილტვის კიბოს კვლევის“ მკვლევარი, ოცამდე სამედიცინო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.