ალესანდრო ჩენერელი

ასოáƒȘირებული áƒžáƒ áƒáƒ€áƒ”áƒĄáƒáƒ áƒ˜, ჹედარებითი ადმინისჱრაáƒȘიული სამართლის მიმართულებით
ალესანდრო ჩენერელი იურიქჹი, სამართლის áƒžáƒ áƒáƒ€áƒ”áƒĄáƒáƒ áƒ˜ და áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ მოჼელეა. მას áƒĄáƒáƒ“áƒáƒ„áƒąáƒáƒ áƒ ჟარიქჟი áƒáƒ„áƒ•áƒĄ ჹედარებით სამართალჹი და მიწვეული მკვლევარია ეკონომიკის უმაჩლეს სკოლაჹი (რუსეთი). ასევე, მეáƒȘნიერ-თანამჹრომელი ლუიჯი ვანვიჱელის საჼელობის კამპანიის უნივერსიჱეჱჹი (იჱალია). იმის გარდა, რომ ჩენერელი ევროპული სამართლის ინსჱიჱუჱისა და ევროკავჹირის ადმინისჱრაáƒȘიული სამართლის კვლევითი áƒ„áƒĄáƒ”áƒšáƒ˜áƒĄ წევრია, იქ ასევე არიქ áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ მმართველობის კონსჱიჱუჱáƒȘიურ áƒĄáƒáƒ€áƒŁáƒ«áƒ•áƒšáƒ”áƒ‘áƒ–áƒ” მომუჹავე კვლევითი áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ დამაარსებელი და  კოორდინაჱორი, რომელიáƒȘ საკონსჱიჱუáƒȘიო სამართლის საერთაჹორისო ასოáƒȘიაáƒȘიიქ (IACL) Ⴠარგლებლი ოპერირებს. ალესანდრო ჩენერელი არაერთი საერთაჹორისო კონჀერენáƒȘიიქ სპიკერი ან მოდერაჱორია და დიდი წვლილი áƒáƒ„áƒ•áƒĄ ჹეჱანილი ჹეჼვედრების, სემინარებისა და სჼვა სამეáƒȘნიერო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ˜áƒáƒœáƒáƒ‘áƒ˜áƒĄ ორგანიზებაჹი ევროპისა და აზიის უნივერსიჱეჱებთან ერთად. მისი კვლევის áƒĄáƒ€áƒ”áƒ áƒ მოიáƒȘავს ადმინისჱრაáƒȘიულ სამართალს, áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ ჹესყიდვების კანონს, საკონსჱიჱუáƒȘიო სამართალს, ჹედარებით საჯარო სამართალსა და ადმინისჱრაáƒȘიულ მეáƒȘნიერებებს, ჼოლო ვიწრო სპეáƒȘიალიზაáƒȘიიქ მჼრივ მის ინჱერესებჹია აჩმოსავლეთი ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი სისჱემები. ამ საკითჼებზე დაწერილი áƒáƒ„áƒ•áƒĄ სჱაჱიები და ესეები ინგლისურ, იჱალიურ, რუსულ და ესპანურ ენებზე.