ჯორჯ ა. საიდ ზამით
პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულებით
ჯორჯ ა. საიდ ზამითი დაიბადა 1969 წელს მალტაში. მალტის უნივერსიტეტში არქეოლოგია შეისწავლა, შემდგომ ასპირანტურაში დარემის უნივერსიტეტში ჩააბარა, ბოლოს კი სწავლა ლეიდენის უნივერსიტეტში დაასრულა (ნიდერლანდი).
მას დოქტორის ხარისხი აქვს არქეოლოგიაში, სპეციალიზაციით მალტის შიდა სივრცისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ათვისება გვიანი შუა საუკუნეებიდან მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე. მისი კომპეტენციის სფერო ასევე მოიცავს სივრცით აგებულებას, ადგილობრივ ხუროთმოძღვრებასა და არქეოლოგიას, სახლის ანთროპოლოგიას, ფინიკიურ და პუნიკურ არქეოლოგიას, ასევე საფლავების არქეოლოგიას პუნიკურ სამყაროში.
საიდ ზამითი ავტორია უამრავი სტატიისა, რომლებიც მონოგრაფიების სახით გამოიცა ან სასწავლო ჟურნალებში დაიბეჭდა. დასწრებია სხვადასხვა კონფერენციას არაერთ ქვეყანაში. ჯორჯ ა. საიდ ზამითი არის ლონდონის სიძველეთა სამეფო საზოგადოებისა და სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტის წევრი.