ხათუნა რცხილაძე
პროფესორი თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით
ხათუნა რცხილაძემ 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1990 წლიდან დღემდე თერაპიულ სტომატოლოგად მუშაობს დენტივერის და როიალ დენტის სტომატოლოგიურ კლინიკებში. 2002 წლიდან გახლავთ ადგილობრივი ტრენერი დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). ქალბატონ ხათუნას მონაწილეობა აქვს მიღებული ოცდაათზე მეტ საერთაშორისო და ეროვნულ ტრენინგებსა თუ კონფერენციებში. ის გახლავთ ცხრა სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.