ხათუნა დარსალია
ასოცირებული პროფესორი თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით
ხათუნა დარსალიამ 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმი-სტომატოლოგის კვალიფიკაცია. 2001 წლიდან მოღვაწეობს თერაპიულ სტომატოლოგიაში. აქვს 19 წლიანი უწყვეტი კლინიკური გამოცდილება. 2015 წლიდან დღემდე არის კლინიკა „დენტოკლუბის’’ კლინიკური ხელმძღვანელი. მუდმივად მონაწილეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ კონფერენციებსა და მასტერკლასებში. 2017 წელს, იტალიაში, არჩეულ იქნა FONA-ს ინოვაციური კლუბის წევრად. ამავე წელს, უკრაინაში, დაეუფლა მიკროსკოპულ სტომატოლოგიას და მოიპოვა მიკროსკოპისტ-ენდოდონტისტის კვალიფიკაცია. არის კლინიკა „დენტოკლუბის’’ მიკროსკოპული ენდოდონტიის ცენტრის ტრენერი და ენდოდონტისტ-მიკროსკოპისტი.