სერგო ესაძე
პროფესორი არქიტექტურა-ინჟინერიის მიმართულებით
სერგო ესაძეს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 1991 წელს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის - 2001 წელს. 2002 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი. 1986-89 წლებში მუშაობდა ინჟინრად საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტში; 1989-92 წლებში - ინჟინრ-კონსტრუქტორად თბილისის ზონალური და ექსპერიმენტალური პროექტირების სამეცნიერო–კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტში; 1992-2000 წლებში - მეცნიერ-თანამშრომლად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს 1992 წლიდან; აქვს სწავლების 27 წლიანი გამოცდილება. 2006-07 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროცესების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2007-11 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; მონაწილეობდა სამ სამეცნირო საგრანტო პროექტში თანახელმძღვანელის და ძირითადი პერსონალის სტატუსით; არის რამდენიმე ათეული საპროექტო და საექსპერტო სამუშაოს მონაწილე მთავარი კონსტრუქტორისა და ძირითადი შემსრულებლის სტატუსით; მონაწილეობდა მეცნიერების ადმინისტრირებასა და უმაღლესი განათლების ხარისხთან დაკავშირებულ საერთაშორისო პროექტებში; არის რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა და ორი სახელმძღვანელოს ავტორი, შესრულებული აქვს პროფესიული ლიტერატურის, სტანდარტებისა და საინჟინრო პროექტების თარგმანები.