
ასოცირებული პროფესორი
ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობს ციფრულ პროექტებზე მედია და კომერციულ ორგანიზაციებში. საბას მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: ციფრული პროდუქტებისა და პლატფორმების განვითარება, ზრდაზე ორიენტირებული ციფრული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება. ასევე სოციალური მედიის სტრატეგია და მართვა, კონტენტის სტრატეგია, საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული მარკეტინგი.
მისი გამოცდილება მოიცავს როგორც ქართულ ორგანიზაციებთან მუშაობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა ტიპის ციფრული ინიციატივების მართვას.
2019 წლიდან უძღვება ლექციებსა და ტრეინინგებს ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის პლატფორმებისა და კონტენტის სტრატეგიის შესახებ. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა უნივერსიტეტებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან და პროგრამებთან როგორც ტრეინერი და კონსულტანტი.
აქვს მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ურთიერთობებში.