ნინო ღამბაშიძე
ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების მიმართულებით
ნინო ღამბაშიძე არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გამომცემლობა „აკადემიური წიგნის“ სამეცნიერო ბორდის წევრი.
ნინო ღამბაშიძემ მიიღო განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 2022 წელს. ის ფლობს სიმონს კოლეჯის (ბოსტონი, აშშ) განათლების მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს (2001 წ.). იყო განათლების ინტერნი ფილიპს ექსეტერის აკადემიასა (2000) და ვესტმინსტერის კოლეჯში (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი, 1997). ფლობს კლასიკური ფილოლოგიისა (1994) და ბიზანტისტიკის (1996) მაგისტრის ხარისხს. მთარგმნელი (2011-დღემდე).
ასევე, ის გახლავთ ასიოროლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა ასოციაციის წევრი, განათლების განვითარებისა და კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელი და „აი ხელი“-ს (ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვა განათლებაში) დამფუძნებელი.