
ნიკო ნერგაძე
ასოცირებული პროფესორი
ნიკო ნერგაძეს ჟურნალისტის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს - რადიო თავისუფლებაში მუშაობისას ის იყო ჯერ ბლოგების, შემდეგ კი პოდკასტების პიონერი. ამჟამად არის პოპულარული პოდკასტის, „განკითხვის დღის“ თანაწამყვანი, „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობით ამზადებს ვიდეოესეებს „არის ერთი ნიუანსი“ და საკუთარ იუთუბ-არხზე ახლებურად ყვება საინტერესო ისტორიებს.
ნიკოს კარიერა ყოველთვის ახალი ფორმატებისა და თხრობის ინოვაციური გზების ძიებასთან იყო დაკავშირებული. ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, ის ორი ათწლეულის განმავლობაში ასწავლიდა წამყვან უნივერსიტეტებში მასობრივ კომუნიკაციებს, პოდკასტინგსა და მარკეტინგს.