ნიკოლოზ ფარჯანაძე

პროფესორი, განათლების მეცნიერებების მიმართულებით

პროფ. ნიკოლოზ ფარჯანაძეს აქვს დოქტორის ხარისხის ფილოლოგიაში ანგლო-ამერიკული ენათმეცენიერების სპეციალობით (2010) და მაგისტრის ხარისხი განათლების ლიდერობასა და მენეჯმენტში, რომელიც მან მოიპოვა ლონდონის უნივერსიტეტის  განათლების ინსტიტუტში (ამჟამად, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტი) როგორც ბრიტანეთის მთავრობის ჩივნინგის სტიპენდიანტმა (2008). ნიკოლოზის ასევე მნიშვნელოვანი აკადემიური მიღწევაა ფულბრაიტის მკვლევართა პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს სტუმრობდა აკანზასის უნივერსიტეტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კვლევის მიზნით.

 

2021-2024 წლებში ნიკოლოზი ხელმძღვანელობდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და მონაწილეობდა უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფორმირებაში საქართველოს მასშტაბით. ნიკოლოზს აქვს საქართველოს და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ორ ათწლეულზე მეტი პედაგოგიური გამოცდილება და ასწავლის სასწავლო კურსებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე: ენათმეცნიერების შესავალი, განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი, განათლების პოლიტიკა და სოციოლოგია და განათლების კვლევის მეთოდები. მისი კვლევის ობიექტია განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა. მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში უმუშავია სხვადასხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პოზიციაზე. 

პუბლიკაციები

Books
Articles