ნატალია ედიშერაშვილი

პროფესორი, განათლების მეცნიერებების მიმართულებით

ნატალია ედიშერაშვილი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მისი ექსპერტიზა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის რეფორმას, მასწავლებლის განვითარებასა და განათლების ტექნოლოგიებს. აქვს შემუშავებული ონლაინ პროფესიული კურსები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ინსტრუმენტები სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.

მისი კვლევა ფოკუსირებულია თვითრეგულირებად სწავლაზე, სასწავლო პროცესში მოტივაციისა და ემოციების რეგულირებაზე განსაკუთრებით ონლაინ და შერეულ გარემოში. ნატალია თავის კვლევაში აქტიურად იყენებს ლიტერატურის მიმოხილვის სისტემატურ მეთოდებს.

ნატალიას აქვს სწავლების, ხელმძღვანელობისა და კვლევის დიდი საერთაშორისო გამოცდილება. მას უმუშავია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, ნიდერლანდები, ბელგია და ესტონეთი. მას ასევე აქვს საგანმანათლებლო რეფორმებისა და პოლიტიკის მიმართულებით კონსულტირების და თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამჟამად ის ასევე არის ტარტუს უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, და ჩართულია გავლენიან საგანმანათლებლო კვლევებში და საერთაშორისო პროექტებში.