ნათია ქათამაძე
ასისტენტი, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით
ნიუ ვიჟენ უნივერსისტეტის ასისტენტი ნათია ქათამაძე, 2013 წლიდან გახლავთ „ვ.ივერიელის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ ენმედიცის“ ექიმი ენდოკრინოლოგი. ასევე, ის არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2004 წელს, ნათია ქათამაძემ  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი; 2012 წელს დაამთავრა ქ. სანქტ-პეტერბურგის ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კლინიკური ორდინატურა. ამჟამად, არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. იგი არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი და სხვადასხვა სამეცნიერო სტატიის  ავტორი. ასევე, ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის, ევროპის თირეოდოლოგთა ასოციაციისა და ევროპის ენდოკრინული საზოგადოების წევრი.