მარიამ ბარამიძე
პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით
მარიამ ბარამიძეს  მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1998 წელს. 1981-92 წწ იყო საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი. 1998-2006 წწ-ში იყო ილ. ჭავჭავაძის სახელობის ენებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ვესტფალიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „უმაღლესი განათლების დიდაქტიკა და კურიკულუმის რეფორმა“ კოორდინატორი. 2015-2018 წწ-ში იყო საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გერმანული ენის სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე. 1992 წლიდან ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და მხატვრული თარგმანის ავტორი. ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის სტიპენდიატი.