იოსებ მასურაშვილი
პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
იოსებ მასურაშვილს ეკონომისტის კვალიფიკაცია და აგრეთვე, ეკონომიკის აკადემიური დოქტორის (ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის) ხარისხი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
იოსებ მასურაშვილი გახლავთ 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრია. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ვორქშოფების, სემინარების ორგანიზატორი და სამეცნიერო კომიტეტის წევრია (პოლონეთში, ირანში, ინდოეთში და ა.შ.). ბატონი იოსები Erasmus+ -ის და DAAD-ის სტიპენდიანტი და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მას აქვს 33 წლის სწავლების გამოცდილება. იგი არის პირველი ქართველი ეკონომისტი რომელიც თანამედროვე ქართული ბიზნესის პრობლემების და პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციით წარსდგა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ქ. კემბრიჯში (აშშ), ჰარვარდის უნივერსიტეტში.