ემანუელე ისიდორი

პროფესორი, განათლების მეცნიერებების მიმართულებით

ემანუელე ისიდორი არის სრული პროფესორი ზოგად და სოციალურ პედაგოგიკაში, პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებში, მოძრაობის, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მეცნიერებების დეპარტამენტის ვიცე-დირექტორი და რომის უნივერსიტეტის Foro Italico-ს ზოგადი პედაგოგიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

 

სოციალური და იურიდიული მეცნიერებების სფეროში ANECA-ს მიერ კვალიფიცირებული პროფესორი, ასევე გახლავთ იტალიის NADO (WADA) ეთიკის, განათლების, ანტიდოპინგური ტრენინგისა და კვლევის კომიტეტის წევრი (CEFAR). გარდა ამისა, არის რომის უნივერსიტეტის Foro Italico-ს ეთიკისა და სპორტის სამართლის მუდმივი ობსერვატორიის დირექტორი.

 

ემანუელე ისიდორიმ დოქტორის ხარისხი ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელობაში მადრიდის ალფონსო X უნივერსიტეტში (UAX) მოიპოვა, განათლების მეცნიერებების დოქტორის ხარისხი კი - პერუჯის უნივერსიტეტში. ფლობს რამდენიმე მაგისტრის ხარისხს (საერთაშორისო ურთიერთობები; ზრდასრულთა განათლება; ელექტრონული სწავლება; იტალიური ენისა და კულტურის დიდაქტიკა უცხოელებისთვის; გეოგრაფიული კვლევები; კონსულტაცია). იყო DAAD-ის მკვლევარი ლაიფციგის უნივერსიტეტში (2011), საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის ლექტორი და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (2013 და 2014). 2014 წელს მიენიჭა ASESDECO-Francisco de Vitoria-ს უნივერსიტეტის პრიზი სპორტული პედაგოგიკის დარგში. გახლავთ 300-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი (სტატიები, ესეები, მონოგრაფიები და რედაქტირებული წიგნები).

 

ის აქტიურად არის ჩართული სადოქტორო განათლების განვითარებაში — ხელმძღვანელობდა 16 დოქტორანტს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და მონაწილეობდა 27 სადისერტაციო კომისიაში.

 

პროფესორი ისიდორი სარედაქციო საქმიანობასაც ეწევა: არის სამი სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ასევე ხელმძღვანელობს რამდენიმე სამეცნიერო წიგნების სერიას (მათ შორის Education and Sport Studies და QUAPEG-ის სერია) და შედის ათეულობით საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში.

 

ის კოორდინირებს და მონაწილეობს რამდენიმე საერთაშორისო კვლევით ქსელში, მათ შორის: იტალია-გერმანიის სპორტის პედაგოგიკისა და ფილოსოფიის კვლევითი ჯგუფი, სხეულისა და ღირებულებების საგანმანათლებლო კვლევის საერთაშორისო ჯგუფი, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა ფილოსოფიური პროფილების საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი და ელექტრონული სწავლებისა და ინოვაციური განათლების საერთაშორისო ჯგუფი (IRGELI) — ყველგან კოორდინატორის სტატუსით. ასევე არის UCAM-ის Areté კვლევითი ჯგუფის წევრი.

 

პუბლიკაციები

Leiva-Arcas A., Vaquero-Cristóbal R., Meroño L., Maciá-Andre M.J., García-Roca J.A., Abenza-Cano L., Almeida-Pereira A.M., Capranica L., Comyns T., Bota A., Ramírez-Muñoz A., Maicas-Pérez L., Isidori E., Sánchez-Pato A. (2025). The Impact of Dual-Career Support Systems on Perceived Barriers Among European Student-Athletes with Disabilities. Education Sciences, 15, 1-19. https://doi.org/10.3390/educsci15030345

Baena-Extremera A., Hueso López C., Sánchez-Fuentes J.A., Isidori E., Ortiz-Camacho M. (2025). Development of Emotional Intelligence in Primary Education through Physical Education: a systematic review. Espiral, 18, 30-48. https://doi.org/10.25115/ecp.v18i38.10114

Isidori E., Alonzi R., Leonova I., De Martino M., Poplavskaya N., Sandor I. (2023). Futures Education and Creativity: From Theory to Practice. Educatia 21, 25, 28-37. https://doi.org/10.24193/ed21.2023.25.03

Isidori E., Leonova I., Abele A., Caione G., Zakharova L., Sandor I. (2023). Teacher Well-Being: Between Counseling and Resilience Pedagogy. Educatia 21, 25, 326-334. https://doi.org/10.24193/ed21.2023.25.37

Maciá-Andreu M.J., Vaquero-Cristóbal R., Meroño L., Abenza-Cano L., García-Roca J.A., Cánovas-Álvarez F., Díaz-Aroca J.A., Capranica L., Isidori E., Leiva-Arcas A. (2023). Self-perception of dual career barriers and athletic identity in student-athletes with disabilities according to disability type and level of professionalization. Scientific Reports, 13, 1-13. https://doi.org/10.1038/s41598-023-47881-4