ეკატერინე ქრისტესაშვილი
ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მიმართულებით
ეკატერინე ქრისტესაშვილი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2015 წლიდან. 1999-2015 წლებში იგი იყო ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (AUH, თბილისის კამპუსი) ასისტენტ-პროფესორი. 2017-2022 წლებში ის იკავებდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დიპლომატიის და პოლიტიკის სკოლის დეკანის პოზიციას. იგი ფლობს კენტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრისა (კენტი, გაერთიანებული სამეფო/ბრიტანეთი) და ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი) ხარისხებს. გარდა აკადემიური საქმიანობისა, ეკატერინე ქრისტესაშვილს აქვს 25 წლიანი გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის, ადამიანის უფლებების და დიპლომატიის სფეროებში. წარსულში ის იყო სასჯელაღსრულების და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე (2013-2014), საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს უფროსი (2005), სახელმწიფო კანცელარიის მას-მედიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის უფროსის მოადგილე (1999-2000) და სახელმწიფო მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ის ხანგრძლივად მუშაობდა წამყვან პოზციციებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ეუთოს მისიებში ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში (2002-2004) და ალბანეთში (2018-2019), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში საქართველოში (2006-2013), გაეროს მოსახლეობის ფონდში უკრაინაში (2015-2016) და ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში (2019). 2017 წლიდან ის შეჩეულ იქნა გაეროს მოსახლეობის ფონდის საგანგებო მდგოარეობათა გლობალური როსტერის წევრად. 2019 წლიდან ის კონსულტირებას უწევს მსოფლიო ბანკის სოციალური განვითარების შერჩეულ პროექტებს საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, სერბეთსა და უკრაინაში.   კონტაქტი: ekristesashvili@newvision.ge