გიორგი თუმანიშვილი
პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით
გიორგი თუმანიშვილს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი 2007, ხოლო სამართლის მაგისტრის ხარისხი 2004 წელს. 2011 წლიდან დღემდე იგი არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გიორგი 2015 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო 2018 წლიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აკადემიური საბჭოს წევრია. 2009-2011 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი მრჩეველი. მას 2008 წლიდან ეკავა საქართველოს უნივერსიტეტის, ხოლო 2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.