ბადრი ქოჩორაძე
პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
ბადრი ქოჩორაძე არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი 2015 წლიდან. იგი არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 1993). ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს საჯარო ადმინისტრირებაში (საჯარო ადმინისტრირების ნაციონალური აკადემია, ვაშინგტონი, აშშ, 1995) და ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 1995 წლიდან კითხულობდა ლექციებს პროექტებისა და კონტრაქტების მენეჯმენტში, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (AUH) თბილისის კამპუსში და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის სკოლებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა World Vision Georgia-ში (CEDC პროგრამა), Care International, Save the Children, ასევე ბრიტანეთის საბჭოში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა ქართულ და უცხოურ ინსტიტუციასა და ორგანიზაციებში. 2008 წლიდან ბადრი ქოჩორაძე არის ევროპული კვლევების ინსტიტუტის (IES) დირექტორი.
კონტაქტი: bkochoradze@newvision.ge