პროექტის საწყის ეტაპზე, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ლოგოების კონკურსი თემაზე „მდგრადი განვითარება მომავლისთვის“. საუკეთესო ნამუშევართა გამოფენა გაიმართა დედამიწის დღისათვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც ჟიურიმ აარჩია გამარჯვებული, ვისი ნამუშევარიც გარდაიქმნა პროექტის ლოგოდ. ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა დაიწყო პროექტის
SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის განხორციელება, რომელიც მდგრადი განვითარება სკოლებისთვის პროექტის ლოგიკური გაგრძელებაა. მისი მიზანია, სკოლის მოსწავლეთა გაძლიერება, მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობაა, მდგრადი განვითარების მიზნების ვორქშოფებისა და პროექტების მართვის უნარების სწავლებით.