პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოება ფორმირდება, რომელიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად აერთიანებს მშობლებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.

სასკოლო ჯგუფებს უტარდებათ ცნობიერების ამაღლების სესიები პროექტის პარტნიორების მიერ და ეცნობათ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები მდგრადი განვითარების პროექტებსა და გარემოს დაცვაზე. განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე, ნარჩენების მართვასა და პასუხისმგებლიან მოხმარებაზე.

სასკოლო ჯგუფებს ასევე უტარდებათ პროექტების მართვის ვორქშოფ, სადაც ისინი ეცნობიან პროექტების მართვის პრინციპებს. სასკოლო საზოგადოების ჯგუფები აანალიზებენ სკოლების საჭიროებებს მდგრადი განვითარების მიმართულებით და წარადგენენ საკუთარ იდეებს, რომელთა რეალურ პროექტებად გარდაქმნაში, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები ეხმარებათ.

პროექტი მოიცავს სხვადასხვა აქტივობას, რაც დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს, ჰქონდეთ ის ცოდნა და უნარები, რაც საჭიროა მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის მათს ადგილობრივ საზოგადოებაში.