პროექტი „SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეების გაძლიერებას მათთვის მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs), და პროექტების მართვის პრინციპების სწავლებით, რომ მათ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ მდგრადი განვითარების პროექტების განხორციელება თავიანთ სასკოლო საზოგადოებაში.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეების მონაწილეობისთვის პრიორიტეტის მინიჭებით, მათში პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებით და ძირითადი კომპეტენციების განვითარებაზე ფოკუსირებით, სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებითა და თანამშრომლობის პლატფორმის შექმნით, პროექტი არა მხოლოდ აღწევს უშუალო მიზნებს, არამედ ქმნის საფუძველს გრძელვადიანი პოზიტიური ცვლილებებისთვის. მდგრადი პრაქტიკისა და განვითარების ინიციატივების მხარდაჭერით, პროექტი მიზნად ისახავს მოახდინოს გრძელვადიანი ზეგავლენა სკოლებსა და საზოგადოებაზე, მისცეს მოსწავლეებს შესაძლებლობა გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს და გახდნენ ლიდერები მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.