სსიპ - თელავის მეფის ერეკლე II-ის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საბიბლიოთეკო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას და შესაბამისად, მეოთხე მდგრადი განვითარების მიზნის - ხარისხიანი განათლების მიღწევის ხელშეწყობას. მოსწავლეებმა შეარჩიეს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული წიგნები, რომ გაემრავალფეროვებინათ სკოლის ბიბლიოთეკა და ხელი შეეწყოთ კითხვისა და სწავლის კულტურის ამაღლებისთვის. გარდა ამისა, ჯგუფმა გადაწყვიტა განეხორციელებინა მეორე პროექტი, ტრენერების ტრენინგი, ფოკუსირებული პროფესიულ ორიენტაციასა და დასაქმების პერსპექტივებზე, განსაკუთრებული ფოკუსითSDG 8-ზე (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა). მონაწილეებმა მიიღეს არა მხოლოდ აუცილებელი უნარები, არამედ შესაძლებლობაც გაევრცელებინათ ცოდნა სხვა სკოლებში, თანატოლებთან და რეგიონის წარმომადგენლებთან, რამაცაც გაზარდა პროექტის ზეგავლენა სასკოლო საზოგადოების მიღმა.
სსიპ - საგარეჯოს მე-3 საჯარო სკოლაში „მომავლის ეზოს“ პროექტი მიზნად ისახავდა მიმზიდველი და მდგრადი გარემოს შექმნას. ისეთი სივრცეების განვითარებით და მათი სათანადოდ აღჭურვით, როგორიცაა შეხვედრების, შეკრების და აქტივობების სივრცეები, სკოლის ეზო გარდაიქმნა სწავლისა და საზოგადოებრივი აქტივობების ცენტრად. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო სკოლისთვის ნერგების შეძენა, მუნიციპალიტეტის ჩართულობის შედეგად კი პროექტი გახდა სკოლისა და ფართო საზოგადოების ეფექტური თანამშრომლობის მაგალითი და გააძლიერა მისი წარმატება და მდგრადობა. სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს ჩიტების სახლები, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი სივრცეების მნიშვნელობას, გარემოსა და ბუნების მოვლას. პროექტი მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო შემდეგი SDG-ებისთვის: SDG13 და SDG15
სსიპ - არხილოსკალოს საჯარო სკოლაში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) ანალოგიური ძალისხმევა განხორციელდა სკოლის ეზოს კეთილმოწყობისა და მდგრადობის ხელშეწყობისთვის. მოსწავლეებისა და ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებების გააზრებით სკოლა ცდილობდა შეექმნა ინკლუზიური და მიმზიდველი სივრცე სწავლისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
სსიპ - ახალციხის მე-2 საჯარო სკოლამ ასევე დაგეგმა და განახორციელა პროექტი სასკოლო ეზოს მდგრად, მოსწავლეთა განვითარების ხელშემწყობ სივრცედ გარდაქმნისთვის. სასკოლო ეზოს განვითარების პროექტი სხვადასხვა SDG-ისკენ იყო მიმართული და მიზნად ისახავდა შეექმნა გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგად კეთილდღეობას, შემოქმედებითობას და აქტიურ სწავლებას. ამ პროექტმა აჩვენა სასკოლო საზოგადოების ერთგულება ჰოლისტური განათლებისა და მდგრადი განვითარებისადმი.
სსიპ - ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლამ განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ინკლუზიურობის ხელშეწყობას და უთანასწორობის შემცირებას სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სპეციალური ოთახის შექმნითა და აღჭურვით. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს შექმნას ინკლუზიური გარემო, სადაც თითოეული სტუდენტი იგრძნობს თავს მნიშვნელოვნად და ექნება შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. SDG 10-ის (უთანასწორობის შემცირება) შესაბამისად, სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პასუხისმგებლობა სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობისა და ყველა მოსწავლისთვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, განურჩევლად შესაძლებლობებისა.