„SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებისთვის“ პროექტის ფარგლებში სკოლების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები. პროექტის მონაწილე სკოლებში ჩატარდა ვორქშოფები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და პროექტების მართვის პრინციპების შესახებ:
- 2023 წლის 5 სექტემბერი: სსიპ - თელავის მეფე ერეკლე II-ის N 1 საჯარო სკოლა;
- 2023 წლის 6 სექტემბერი: სსიპ - ახალციხის N 2 საჯარო სკოლა;
- 2023 წლის 7 სექტემბერი: სსიპ - საგარეჯოს N 3 საჯარო სკოლა;
- 2023 წლის 18 სექტემბერი: სსიპ - ბორჯომის N 6 საჯარო სკოლა;
- 2023 წლის 22 სექტემბერი: სსიპ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი არხილოსკალოს საჯარო სკოლა.
ჩამოყალიბდა საპროექტო ჯგუფები მოსწავლეების ხელმძღვანელობით, რომელშიც ჩართული იყვნენ მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრატორები, რათა შეემუშავებინათ საპროექტო წინადადებები, რომლებიც ემსახურება სულ მცირე ერთი SDG-ის მიღწევის ხელშეწყობას. პროექტები მოიცავდა საბიბლიოთეკო რესურსების განახლებას, სკოლის ეზოს კეთილმოწყობის განვითარებას და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინკლუზიური სივრცის შექმნას. ინიციატივების მრავალფეროვნება ასახავს პროექტის პოზიტიურზეგავლენას საზოგადოებაზე. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ემსახურებოდა პროექტების შედეგების განხილვას და გამოცდილების გაზიარებას, პროექტის მონაწილე სკოლებში მდგრადი განვითარების პროექტების წარმატებისა და სასკოლო საზოგადოებაზე პროექტების პოზიტიური გავლენის ჩვენებას.
თითოეული სკოლის მიერ ჩატარებული აქტივობები „SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“ პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ იხილოთ აქ.