აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ინოვაციების მენეჯმენტში

აღმასრულებელი MBA-ის პროგრამა ინოვაციების მენეჯმენტში განკუთვნილია კარიეული გამოცდილების მქონე მენეჯერებისთვის, რომლებსაც აქვთ ინოვაციური პროცესებისა და სტრატეგიების შესახებ ცოდნისა და ლიდერული უნარების განვითარების სურვილი. 

პროგრამის მიზანია მონაწილეებს ხელი შეუწყოს ბიზნეს პროცესებში გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაში. ციფრული ტრანსფორმაციისა გათვალისწინებით, იგი ემყარება ლიდერობის უნარების განვიტარებასა და ინოვაციური სტრატეგიების პრაქტიკულ განხორციელებას ეთიკური პრინციპებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულებით საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური წვლილის შესატანად. მონაწილეებს შორის თანამშრომლობის გაღმავება და გამოცდილების გაზიარება საშუალებას აძლევს მათ სწრაფად ადაპტირდნენ ცვალებად და მუდმივად განვითარებად კონკურენტულ ბიზნეს გარემოში როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, პროფესიული ზრდის განგეძობადობის შენარჩუნებით.

 

პროგრამა (კვალიფიკაცია)აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
კრედიტი/ხანგრძლივობა72 კრედიტი
სწავლის წლიური ღირებულება5000 ₾
სწავლების ენაინგლისური