კინო კამერის ოპერატორი

კინოოპერატორი – კინოხელოვნების სპეციფიკური დარგია მხატვრული შემოქმედებისა. კინოოპერატორის დანიშნულებაა, რომ კინოგადადებების ხერხებით, მხატვრული- გამომსახველობითი საშუალებებით ზედმიწევნით ღრმად და საინტერესოდ გამოიხატოს ეკრანზე ფილმის შინაარსი, იდეა, დრამატურგის და რეჟისორის ჩანაფიქრი. კინოოპერატორის ხელოვნების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული კინოხელოვნების საერთო განვითარებასთან. ფერწერის, თეატრის, დრამატურგიისა და ხელოვნების სხვა დარგების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასთან, მიღწევებთან, აგრეთვე საკუთარი გამომსახველობითი საშუალების გამომუშავებასა და განმტკიცებასთან. პროგრამა გათვლილია ციფრული კინოკამერის ოპერატორებზე, რომელთა მიზანია დაეუფლონ კინო-ოპერატორის ხელოვნებას.

პროგრამის ხანგრძლივობაა 26 კვირა კვირაში 8 საათიანი დატვირთვით, სწავლის შედეგების შეფასება ხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. განმავითარებელი შეფასება დაგეგმილია ყოველ კვირას, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება დაგეგმილია 22-ე კვირას-შეფასებისთვის გამოიყენება გამოკითხვა და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით. სწავლება განხორციელდება კინოსკოლაში და პარტნიორ ორგანიზაციაში.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. კურსდამთავრებული დამატებით მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორის, აშშ-ს აიოვას შტატის მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლის სერტიფიკატს.

პროგრამებზე რეგისტრაციაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs
ბმულზე გადასვლის შემდეგ, გთხოვთ მოიძიოთ ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები.

პროგრამები შემუშავებულია და ხორციელდება „USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.
ეს პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.
პროგრამა (კვალიფიკაცია)კინო კამერის ოპერატორი
კრედიტი/ხანგრძლივობა26 კვირა
სწავლის წლიური ღირებულება3000 ₾
სწავლების ენაქართული